aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დოდო გუგეშაშვილმა შსს-დან გამოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაფიქსირებული იყო ჩემ მიერ საზღვრის ორი კვეთა უკრაინიდან, თითქოს მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. ეს აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში ოფიციალურად გასწორდება, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა შსს-დან გამოსვლისას და განმარტა, რომ სწორედ ამიტომ დაიბარეს ის სამინისტროში, სადაც გუგეშაშვილი ადვოკატთნ ერთდ მივიდა.

 

„დაფიქსირებული იყო ჩემ მიერ საზღვრის ორი კვეთა უკრაინიდან, თითქოს მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. ეს აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში ოფიციალურად გასწორდება. რაც შეეხება ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებული გარემოებაა გამოკვეთილი. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ახალი გარემოება. ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია განიხილება გამორიცხვის მეთოდით. ამაზე დღესაც გვქონდა საუბარი. ჯერჯერობით მოტივზე არ ვიცით. მოტივი რომ ვიცოდეთ, უკვე გამოძიებულიც და მიხედილიც გვეყოლებოდა“, -განაცხადა გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც მისი ვაჟი ადგილზე გარდაიცვალა.

იტვირთბა....