aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატი: გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მხედრიონის ყოფილი ლიდერის, დოდო გუგეშაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გამოძიებამ ეჭვმიტანილის სახელი, გვარი და ადგილსამყოფელი არ იცის.

საუბარია დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაზე, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი კი მძიმედ დაშავდა.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებულია ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული კადრები. ის არ აკონკრეტებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩანს თუ არა ეჭვმიტანილი კადრებში. მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილმა მის სახლში შენახული ვინჩესტერი კარადიდან გამოიღო, როცა დაჭრილი იყო, თუმცა სროლა ვერ მოახერხა.

რაც შეეხება ვერსიებს, გელა ნიკოლეიშვილის თქმით, გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს, – მკვლელი ან მის შვილს მიუგზავნეს ან თავად დოდო გუგეშაშვილს.

„ჯერჯერობით გამოძიება მუშაობს ორ ვერსიაზე, მკვლელი ან მას მიუგზავნეს, ან მის შვილს, მაგრამ გამოკვეთილად რომ გითხრათ, სამწუხაროდ არ არის. ერთი შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩანს, მკვლელს ორივე მათგანის მოკვლა უნდოდა. ცალკე დოდოსაც შეხვდა და მის შვილსაც. როგორც ჩანს ორივეს ერთად მოკვლა უნდოდა და როცა ორივეს შეხვდა წინა დღეს, როცა აპირებდა ამ კვლელობის განხორიცილებას, იმის გამო, რო ქვემოთ დოდოს ელოდებოდა ყოფილი თანამებრძოლი, რომელსაც საავადმყოფოში უნდა წაყოლოდა, თავის მეუღლესთან ერთად და იცოდა, რომ იქ ვერ გაჩერდებოდა, უკან გამოყვა დოდოს და ჩამოვიდნენ ერთად.

მაშინ მან თქვა, რომ რაღაც დამრჩაო, აბრუნდა იმ სახლში, სადაც დოდოს შვილი იმყოფებოდა. მისი შვილის მოკვლა რომ სდომოდა, იქვე იყო და შეეძლო. დოდო კი ჩამოვიდა და მეგობრებს გაყვა, მაგრამ ის მარტო დარჩა ნოდარისთან. მეორე დღეს, როცა ორივე სახლში იყო, მაშინ მოხდა ეს შემთხვევა“- აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა.

მისი თქმით, როცა ადამიანი არ იცნობს პიროვნებას, არც კონფლიქტი აქვს და კლავს, გაჩნდა ვერსია, რომ ვიღაცის მიერაა მიგზავნილი.

მისი თქმით, გუგეშაშვილი და ის შეხვდებიან შს მინისტრს.

„გვინდა, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. დოდო გუგეშაშვილის თქმით, არის რაღაც დეტალები, რის გამოც მას უნდა რომ მინისტრს შეხვდეს“- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.

იტვირთბა....