aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2018 წლის ბიუჯეტში ფაროსანას წინააღმდე ბრძოლისთვის 14 მლნ ლარია გათვალისწინებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოების დაფინანსების გაზრდაზე პარალმენტში გამოსვლისას განაცხადა.

“მომავალ წელს ბიუჯეტში ჩადებულია 14 მლნ ლარი, თუმცა ვმუშაობთ როგორც შესაბამის კომიტეტთან, ისე სამინისტროსთან, რათა დამატებით მოვიძიოთ თანხები,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრისვე თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ მუშაობა მომავალ წელსაც გაგრძელდება. ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდისთვის.

სამინისტროს მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2017 წელს ავიაციის მეშვეობით 110 ათას ჰექტრამდე ფართობი და საკარმიდამო ნაკვეთი დამუშავდა.

შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. ბიუჯეტი 12 მილიარდ 403 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.

იტვირთბა....