aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ დეპუტატის შვილის ავტოავარიის საქმეზე პოლიციის 2 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც შსს იტყობინება, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რომელსაც სამწუხაროდ, ბექა ხახუბიას სიცოცხლე ემსხვერპლა, ადგილობრივი პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პოლიციელები გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, 17 მაისს გორთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. ავტოკატასტროფის მეორე დღეს, ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.

იტვირთბა....