aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია ცნობილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის 25 კანდიდატი იბრძოლებს.

კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკე – გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისი – თემურ გორგაძე; ისანი – ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორი – გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევი – თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთი – რიმა ბერაძე; დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; გლდანი – შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.

პარტიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცეს.

იტვირთბა....