aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დენის ტარიფის გაძვირებას “ევროპული საქართველო” გლდანში მოქმედ ბიტკოინის ქარხანას უკავშირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დენის ტარიფის გაძვირებას “ევროპული საქართველოს” წევრები გლდანში მოქმედ ბიტკოინის ქარხანას უკავშირებენ.

მათი განმარტებით,  სპეციალურად, ექსპრემირ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიქმნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, თანაც კომპანიას მიწა ერთ ლარად გადაეცა.

როგორც სერგო რატიანი აცხადებს, კომპანია არ იხდის ქონებისა და მოგების გადასახადებს. ასევე, აღნიშნული საწარმო ელექტროენერგიას სამომხმარებლოზე გაცილებით დაბალ ფასად ყიდულობს, მაშინ, როდესაც საწარმოს ენერგო მოხმარება 40 მეგავატზე მეტია.

აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი საბოლოდ სწორედ სამომხმარებლო ტარიფს დააწვა და “სემეკიც” იძულებული გახდა დენი მოსახლეობისთვის გაეძვირებინა.

ცოტა ხნის წინ, Reuters-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდოთ ელექტროენერგიის მიწოდება ბიტკოინის „მაინინგის ფერმებს“.  სააგენტოს წყაროს ცნობით, ეროვნულ ბანკში იციან, რომ პირდაპირ კონტროლს ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვერ განახორციელებენ, ამიტომ ამ თხოვნით რეგიონალურ ჩინოვნიკებს მიმართეს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინეთი ბიტკოინის მაღაროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა, სადაც ძალიან მძლავრ გამოთვლით პროცესებს აწარმოებენ. ბიტკონის გამოსამუშავებელი დანადგარების ინტენსიური გამოყენება ელექტროენერგიის მოთხოვნის გაზრდას უწყობს ხელს.

 

იტვირთბა....