aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკენოზი: 14 წლამდე მოზარდების დაუსჯელობა, დანაშაულის წახალისებაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ 14 წლამდე ბავშვებში დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს. ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში იმსჯელეს.

“ჩვენ ბოლო დროს გვაქვს ინფორმაცია,  14 წლამდე ბავშვებში, რომელთა კრიმინალური ქმედებებიც  სისხლის სამართლის კოდექსით არ რეგულირდება, დანაშაულის წახალისება მოხდა. ვხედავთ, რომ ბავშვები იღუპებიან. ეს დაუსჯელობის სინდრომი ამ დანაშაულებებს ახალისებს. მათ დაუდგებათ ასაკობრივი პერიოდი, როდესაც უკვე მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს ძალიან გვაშინებს, ასეთ ადრეულ ასაკში ასეთი ტენდენცია. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. მოვიწვიეთ ყველა ის ორგანიზაცია და უწყება, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ პრობლემას ეხება: შსს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგნიზაციებს ველოდებით და გვინდა, რომ კომპეტენტური ხალხისგან მოვისმინოთ სწორი ინფორმაცია”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები შემდგომ სხვა ფორმატებში გაგრძელდება.

“როგორც წესი, ასეთი შეხვედრის შემდგომ, ჩვენ ვაგრძელებთ ხოლმე სხვა ფორმატში უკვე მუშა შეხვედრებს იმისათვის, რომ შეთანხმებული იყოს, ყველას აზრი იყოს გათვალისწინებული და ყველაზე საუკეთესო მოდელი შემუშავდეს”,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომლის თქმითაც, 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულებრივი ქმედების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პრევენცია და არა ის, რომ მათი სისხლის სამართლებრივი დასჯა მოხდეს.

“14 წელი რაც არის გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების ასაკი, ეს საერთაშორისო სტანდარტია. ვფიქრობ, დავარღვევთ ბავშვების უფლებებს თუ ამ სტანდარტს ქვემოთ დავწევთ. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა კოდექსზე, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ ის იქნება, რა სერვისები და ზოგადი პოლიტიკური ხედვა არის საჭირო იმისთვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ასეთი შემთხვევები”, – განაცხადა კილაძემ.

იტვირთბა....