aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “კარგი იქნებოდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოცვის დღე დაგვეწესებინა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოცვის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. შესაბამის განცხადებას დეკანოზი, “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს და წერს:

“დღევანდელი დღის ანალოგიით კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ეკლესიას დაეწესებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლოცვის დღე, როდესაც აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციის საწინააღმდეგო მსგავსი ლოცვითი მსვლელობები და ღონისძიებები ჩატარდებოდა,”-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ მათ აქციის გამართვაზე უარი განაცხადეს, რადგანაც ჩათვალეს, რომ მათი უსაფრთხოება შესაძლოა სათანადოდ დაცული არ ყოფილიყო. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები უნდა შეკრებილიყვნენ, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. დღეს ქაშუაეთის ეკლესიაში საყოველთავო წირვა-ლოცვა და ჯვრისწერა გაიმართება.

იტვირთბა....