aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს მათთვის, ვისაც დაწყევლა ქრისტიანული ჰგონია”: გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალურ ქსელში მროველ ურბნელ მიტროპოლიტ იობის წყევლას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ, გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე ეხმაურება.

“როცა განკაცებული ღმერთი ავაზაკივით შეიპყრეს, ცილი დასწამეს, აგინეს, თავში ჯოხით სცემეს, აფურთხეს (სახარებაში ასე წერია), გაშოლტეს, სახეში სილა გააწნეს და ბოლოს ჯვარზე მიაჭედეს, მაინც არ დაუწყევლია მისი მაგინებლები და მამა ღმერთს ასე ევედრებოდა მათთვის: გთხოვ, “აპატიე მამაო, რამეთუ არ ესმით, რას ჩადიანო.” სწორედ ამით გაიმარჯვა ქრისტიანობამ და ყველა ქრისტიანი ვალდებულია ბაძავდეს ქრისტეს! ეს მათთვის, ვისაც ცოდვილის დაწყევლა ქრისტიანული ჰგონია”.

შეგახსენებთ, სასულიერო პირის გამოხმაურება, გადაცემა „არჩევანის“ ბოლო გადაცემას მოჰყვა. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი. “არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

იტვირთბა....