aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავეებად ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.  სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლომ გარდა დევნოზაშვილისა, ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეც დამნაშავედ სცნო და მას  1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით დევნოზაშვილი უფლებამოსილების გადამეტებისა და პირადი ღირსების შელახვის ბრალდებით დააკავა. იგივე საქმეზე, ანალოგიური ბრალი აქვს წაყენებული გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძესაც.

იტვირთბა....