aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

დედოფლისწყაროს მერია და საკრებულო წელიწადში 51 000 ლიტრ საწვავს ხარჯავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედოფლისწყარო მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს ბიუჯეტის ხარჯზე თვეში 4000 ლიტრი ბენზინი და 250 ლიტრი დიზელი გამოეყოფათ, რაც წელიწადში 51 000 ლიტრს შეადგენს. ინფორმაციას „რეგინფო“ ავრცელებს.

დადგენილება მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტების შესახებ დედოფლისწყაროს საკრებულომ 2018 წლის 13 აპრილს მიიღო.

დადგენილების თანახმად, საწვავის ყოველთვიური ლიმიტის პლასტიკურ ბარათზე და ჩიპზე ჩატვირთვა, ასევე საწვავის ტალონების გაცემა მოხდება მხოლოდ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებსა და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ მოსამსახურეებზე. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, თანამდებობის პირებს შეიძლება დამატებით მიეცეთ საწვავი ლიმიტით დადგენილზე არაუმეტეს 20 %-ის ოდენობით.

იტვირთბა....