aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დედაჩემს გვარის შეცვლას აბრალებენ” – ეკა ბესელია და მისი ძმა “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

იურიდული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში , რუსთავი 2-ის სარეკლამო რგოლს გამოეხმაურა.

კლიპში ჩანს ეკა ბესელიას აგარაკი.

“რუსთავი 2 ის ,,ტემპერატურა” არანაირი საზომით
აღარ იზომება)) ცნობილია,რომ ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს იწყება ბოდვა.
როგორც ჩანს ეს ფაზაა..

მე არ ვუყურებ დიდი ხანია ამ ნაციონალურ-პარტიულ ეკრანს, მაგრამ მითხრეს გადის კლიპი- სახლების სერიალი. ერთხელ უკვე ეს პარტიული არხი გავაფრთხილე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. ახლა ვდებ განცხადებას და შემდეგი ნაბიჯი იქნება კიდევ ერთი სარჩელი რუსთავი 2 ის წინააღმდეგ სასამართლოში

სერგო ბესელიას განცხადება

ვთვლიდი , რომ ჩემი საჯარო განცხადების საჭიროება არ იყო და ,,რუსთავი 2 “-ის მორიგ სიცრუეს არ მიიღებდა საზოგადოება. სამწუხაროდ უკვე მერამდენედ ჩემი ოჯახის წევრები ხდებიან ამ ტელევიზიის ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის სამიზნე.

მორიგი სიცრუე გახლავთ ვიდეო რგოლი, რომელიც გადის რუსთავი 2 ზე, სადაც აჩვენებენ ჩემს ერთადერთ საცხოვრებელ სახლს ( სახლი მოკრძალებულია, 10 წლის წინ აშენებულია და ნამდვილად არაა სასახლე) და აცხადებენ, რომ ის ჩემი დის ეკა ბესელიას შეძენილია.

ეკამ გააკეთა განმარტება , მაგრამ ამის მიუხედავად დღემდე ავრცელებს ეს ტელევიზია სიცრუეს , რომ სახლი რომელიც მე შევიძინე და დედის სახელზე გავაფორმე (რადგან არც მას აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი) , თითქოს დედაჩემმა გვარი გამოიცვალა და თითქოს ეს სახლი ეკას საკუთრებაა.

საჯაროდ მოვითხოვ რუსთავი 2 ბოდიში მოიხადოს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო და შეწყვიტოს ამ სიცრუის ტირაჟირება.

სირცხვილია რასაც კადრულობს ეს ტელევიზია. დედაჩემს გვარის შეცვლას აბრალებენ და არც კი გადაამოწმეს ეს ინფორმაცია ან გადაამოწმეს და დამალეს, რომ ქორწინების დროინდელ გვარს დღემდე ატარებს და გვარი არ შეუცვლია.

ამ განცხადებას ვაკეთებ საჯაროდ ,რათა შეწყვიტოს რუსთავი 2- მა ცრუ ინფორმაციის გავრცელება” – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....