aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაცვის თანამშრომლებმა არასამთავრობოები მერის პრეზენტაციიდან გააძევეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერი 2014-2016 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი მერიის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიდან გააძევს.

როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლები აცხადებენ, ანგარიშის მოსასმენად მივიდნენ დარბაზში,  თუმცა, დავით ნარმანია მათ მიერ დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა.

 

ინციდენტი ჯერ არასამთავრობოებსა და დედაქალაქის მერის პირად დაცვას შორის მოხდა. მოგვიანებით კი მათ მერიის დაცვის თანამშრომლებმა დარბაზი დაატოვებინეს. მათ შორის არიან თავისუფალი ზონის წევრები.

„ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაციები ცდილობენ იმას, რომ ხელი შეგვიშალონ ჩვენ საქმიანობაში სხვადასხვა საპროტესტო აქციებით, სხვადასხვა უხეში გამოხდომებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას არ ვუგდებთ მათ ყურს, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა არ არის საქმის კეთება, და კონსტრუქციული დიალოგი,“-განაცხადა შემთხვევის შესახებ დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....