aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფეთქება ბათუმში: დაშავებულთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია

aviabiletebi
ავიაბილეთები

აფეთქება მოხდა ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე. შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 10-მდე ოჯახი დაზარალდა. ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
ქალბატონს თავის არეში შემავალი ჭრილობა აქვს.
“ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია, თუმცა მათ განსაკუთრებული დაზიანება არ აღენიშნებათ“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა.

იტვირთბა....