aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაუშვებელია, რომ მოსამართლეების შემადგენლობის დამტკიცება კიდევ გადაიდოს” – თალაკვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დაუშვებელია მოსამართლეების შემადგენლობის დამტკიცება კიდევ დიდი ხნით გადაიდოს.

როგორც მან განაცხადა, მოსამართლეების კანდიდატურების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ და პროცედურა და კრიტერიუმები შემუშავდება, რაც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დაცული იყოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დროულად დაკომპლექტდეს, რადგან 28 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოსამართლე საქმიანობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საკუთარ საქმეებზე გადაწყვეტილებას ელოდებიან და ეს დროში გახანგრძლივებულია. დაუშვებელია, რომ მოსამართლეების შემადგენლობის დამტკიცება კიდევ დიდი ხნით გადაიდოს. პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია, რომ რეგულაციებს ვიმუშავებთ, რაც კრიტერიუმებს მოიცავს. ეს კანონის სახით დამუშავდება და კანონს უკუძალა ექნება. რაც შეეხება სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხს, ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია” – განაცხადა თალაკვაძემ.

 

იტვირთბა....