aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მშვიდობით დაუბანელო რუსეთო”: პუტინმა “მწვავე” კითხვები თავად დაგეგმა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დღეს პირდაპირი ეთერით ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა რუსი მოქალაქეების შეკითხვებს. ეს „პირდაპირი ხაზი“ რამდენიმე დღით ადრე უნდა გასულიყო, მაგრამ გადაცემა მიზეზების დაუსახელებლად გადაიტანეს. ბევრის ვარაუდით, ეს რუსეთში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდა.

პირდაპირ ეთერამდე ერთი დღით ადრე, რუსულ მედიაში უკვე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ მოქალაქეები, რომლებსაც პრეზიდენტისთვის შეკითხვები უნდა დაესვათ, წინასწარ  რეპეტიციებს გადიოდნენ.

უკრაინა

ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინა ფედერაციული სახლმწიფო უნდა იყოს – და ამ გზით ის ნაციონალიზმის პრობლემას გადაჭრის, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს.

მან ასევე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოს. იმ დღეს, როდესაც უკრაინამ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გააფორმა, პოროშენკო მიხაილ ლერმონტოვის ციტატით დაემშვიდობა რუსეთს: Прощай, немытая Россия! (მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო). რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ აღნიშნული ლექსიდან სხვა სტროფები მოიყვანა. მან  აქცენტი გააკეტა ლერმონტოვის ლექსში არსებულ ფრაზაზე “ცისფერი მუნდირები”.

“სხვათაშორის, ცისფერი მუნდირები უფრო მეტია იქ, სადაც ბატონი პოროშენკო მიიჩქარის,  ვიდრე ჩვენთან. ამიტომ, ძალიანაც ნუ მოეშვება,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და ამგვარად  ლგბტ პირების  თემაზე გახუმრება სცადა.

აშშ

ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგად რუსოფობია მატულობს.

მისი აზრით, შეიარაღებებზე კონტროლისა და გარემოს დაცვის საკითხებში აშშ-ის რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა თავშესაფარი შესთავაზა ფედერალური ბიუროს სამსახურის ყოფილ შეფს ჯეიმს კომის,  იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტებისთვის გადაცემული საიდუმლო მასალების გამო, თეთრი სახლი კომის პრობლემებს შეუქმნის.

სირია

პუტინი ფიქრობს, რომ რუსეთის არმიამ ამ ქვეყანაში ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო და ახალი იარაღი  საომარ პირობებში გამოსცადა.

საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

“რუსეთის ისტორია გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის სანქციების ქვეშ ვიყავით, როდესაც ფეხზე წამოდგომას ვცდილობდით…  ყირიმი ან სხვა პრობლემები რომ არ ყოფილიყო, მაინც რამეს მოიგონებდნენ რუსეთის შესაკავებლად“.

ეს ორმხრივად ბასრი იარაღია, რომელიც ყველას ვნებს. თუმცა, სამაგიეროდ, ჩვენ ჭკუა და ნიჭი მოვიხმარეთ და და მხოლოდ ნავთობის და დოლარების იმედზე როდი ვართ.  ღორის და ქათმის ხორცი იმდენი გვაქვს, გასაღების ბაზარს ვეძებთ“.

პუტინს საერთოდ არ უსაუბრია შემდეგ პრობლემებზე:

ოპოზიცია და ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ მათთანაა შესაძლებელი, ვინც არსებული პრობლემების კონსტრუქციულად გადაწყვეტას ცდილობს. პუტინის აზრით, ოპოზიციის მიზანი არა პრობლემების გადაწყვეტა, არამედ თვითრეკლამა იყო.

მას არ უხსენებია რუსული პროტესტის ლიდერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მთელ ქვეყანაში მრავალათასიანი მიტინგების ორგანიზებისთვის ორი დღის წინ 30 დღით დააპატიმრეს.

“ბიბისის” ჟურნალისტმა ჰკითხა პუტინს, მიიჩნევდა თუ არა იგი ნავალნის თავის კონკურენტად? რუსეთის პრეზიდენტმა კითხვა უყურადღებოდ დატოვა.

ვლადიმერ პუტინს, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს კორუფციის პრობლემაზე, რომელიც ამ გამოსვლების მთავარი თემა იყო.

www.jam-news.net

იტვირთბა....