aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

23 აგვისტოდან ქარს ელიან: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის პროგნოზი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ცხელი  ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება. 23 აგვისტოსთვის კი გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და დღის ბოლოს გაწვიმდება. 24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს. 25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარი. აღმოსავლეთშიც დანარჩენ დღეებში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

იტვირთბა....