aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დარჩიაშვილი: “მიშას განცხადებას გამართლება არ აქვს, ამას უნდა ბოდიში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ვერ გაარუსებენ და ვერ გააჩეჩნებენ.

“მე მართლა მეამაყებოდა, ნოვატორობად და გაბედულებად ვთვლიდი, როცა პრეზიდენტობის ჟამს მიშამ თქვა: ვისაც სძულს ოსები ან სომხები, მე ვიქნები მათთვის ოსი და სომეხიო. ეს იყო სამოქალაქო ნაციონალიზმის ნათელი ფორმულა, რომელიც არ ახასიათებდა არც ერთ მანამდელ ლიდერს. და ახლა კი ვხედავთ ასეთ განცხადებებს. ესაა ძალიან სამწუხარო. ამას არ აქვს გამართლება. ამას უნდა ბოდიში”, – წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააკაშვილი დისკრიმინაციულ ქსენოფობიურ გამონათქვამებში დაადანაშაულეს.

თავის მხრივ, არასამთავრობოებს ბრალდებით უპასუხა სააკაშვილმაც.

იტვირთბა....