aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ოცნების” შტაბთან მომხდარ სროლას შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

წუხელ მარნეულში, ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან მომხდარ სროლას იქაური ოპოზიციის საკრებულოს დეპუტატები შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებენ.   „ევროპული საქართველოს“ წევრი და   პარტიის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ამბობს, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია, თუმცა ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად შიდა დაპირისპირებას ასახელებენ.

მისი თქმით, მომხდარი „ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლების კანდიდატების, ამირან გიორგაძის და თეიმურაზ აბაზოვის გვარებს უკავშირდება. საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატის შეცვლის შემდეგ მარნეულში დაწყებულ აქციებსა და დაპირისპირებაზე.

„ეს არის ხელისუფლების რეალური  სახე, დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის „ქართლი ოცნება“ და ხდება ასეთი ფაქტები. წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ. ვუყურეთ გიორგი მღებრიშვილის გამოსვლას, არანაირი გამოძიება, მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდა პარტიული დაპირისპირება,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა.

შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მარნეულში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მათივე თქმით, გარკვეული პირები მარნეულში იარაღით გადაადგილდებიან, არის ძალადობისა და ქურდობის გახშირებული ფაქტები. ამიტომ ხელისუფლებას უფრო მეტი კონტროლისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისთან პარტიის წევრებს ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ,-ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. თავდასხმის შედგად დაჭრილია პარტიის 5 წევრი.საქმე 117- ე მუხლით აღიძრა. ადგილზე შს მინისტრი იმყოფება. დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.

ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ორ მათგან წუხელვე გადადუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა,ერთი მათგანის ჯამრთელობის მდოგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

იტვირთბა....