aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დაპირისპირება კიევის აქციაზე: მომხდარს სააკაშვილი კარგად დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, კიევში, მიხეილ სააკშვილის მიერ დაგეგმილი აქცია, რამდენიმე საათს გაგრძელდა. აქციაზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა – ეროვნულმა გვარდიამ გამოიყენა ცეცხლმაქრები და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

აქციის მონაწილეებმა კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის შესასვლელი მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ დატოვეს. მოგვიანებით აქცია დამოუკიდებლობის მოედანზე გაგრძელდა, სადაც “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

დაპირისპირებას კარგად დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს მიხეილ სააკაშვილი. „ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის facebook-ის გვერდზე დეკლარაცია აქვეყნებს, სადაც „ოქტომბრის სასახლესთან“ მომხდარ ინციდენტს
ეხმაურება.

„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი მხარის, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ქმედებებს, თუკი მხარეები ძალადობასა და პროვოკაციებს იყენებენ,” – ნათქვამია დეკლარაციაში.

ტელეკომპანია „ზიკის“ პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას შეტაკების გამოძიების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ოქტომბრის სასახლის“ შენობაში შესვლა სცადეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შედეგად დაშავდა 60-ზე მეტი ეროვნული გვარდიის წევრი.

„ვფიქრობ ის, რაც ოქტომბრის სასახლესთან მოხდა იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით. დღეს კიდევ ერთი მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი მოწოდება, შენობის შტურმით აღების შესახებ, მიუღებელია.

ჩვენ მოვუწოდეთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიძიოს თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც შეკრებილებს შტურმისკენ მოუწოდებდნენ.

მათი უმრავლესობა ნიღბებში იყო და როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ დრომდე არავინაა დაკავებული. მე მინდა ვიცოდე, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი უნდა დაისაჯონ, რათა შემდგომში დაინტერესებულმა პირებმა მსგავსი პროვოკაციების ჩადენის მსურველები ვეღარ ნახონ,” – ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.

იტვირთბა....