aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

იტალიის პოლიცია: “საქართველოს მოქალაქე დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს. როგორც იტალიური პრესა იუწყება, საქმე ეხება 1 სექტემბერს, ქალაქ ავეტრანაში მომხდარ ინციდენტს.ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა 40 წლის ქართველი, რომელიც მანამდე საფრანგეთში ცხოვრობდა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ბ. დანით დაესხა თავს გერმანიის მოქალაქეს და ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. დაჭრილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ირკვევა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართველის მიერ ნაქირავებ ბინაში სახლის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი მამაკაცი მივიდნენ. მათ გ.ბ-ს ქირის გადახდა მოთხოვეს. სიტყვიერი შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

 

იტვირთბა....