aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი საზოგადოებას მიმართავს – “დანარჩენი ჩემზეა, რაც  დაგპირდით, ყველაფერს  გავაკეთებთ…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ორი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ,  საზოგადოებას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში. მეც აქ მინდა გავიგივდე და საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და მინდა ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, რომ მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება, გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს და ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე. გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ  ერთხელ  ვიმეორებ,  რომ უფრო  ადრე  დავიწყე  მე  დასკვნების კეთება.

მინდა ძალიან   დიდი  მადლობა  გადავუხადო  საზოგადოებას  ასეთი  გრძნობადობისთვის, ასეთი  შეგრძნებისთვის, ასეთი  რეაქციისთვის. დანარჩენი ჩემზეა, რაც  დაგპირდით, ყველაფერს  გავაკეთებთ,  მაქსიმუმს  შევეცდები  და  გაჩვენებთ,  რომ  გეყოლებათ  ხელისუფლება , რომელიც  იქნება  თქვენს  სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ.

დიდი მადლობა კიდევ ჩვენს საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა. ჩვენ ასეთივე თავდადებით შევეცდებით, გუნდთან ერთად, აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში- ჩვენს ევროპაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ხმების 99 პროცენტი დათვლილია და 59,54 პროცენტით, 40, 46 პროცენტზე “ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

იტვირთბა....