aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამოუკიდებლობის” მეათე წლისთავზე ცხინვალში რუსეთის პატრიარქს ელოდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების მეათე წლისთავის აღსანიშნად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ რამდენიმე ქვეყნის და სეპარატისტული რეჟიმის ლიდერები მიიწვია.

ე.წ. პრეზიდენტის პრეს – სპიკერის, დიანა გასიევას განცხადებით, მოსაწვევები მიიღეს რუსეთის, ვენესუელას, სირიის და ნიკარაგუას პრეზიდენტებმა. გარდა ამისა, ასევე დაპატიჟეს ოკუპირებული აფხაზეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები.

ცხინვალში ასევე ელოდებიან სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.

მიპატიჟების მოწვევა გაუგზავნეს ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს მილორად დოდიკს.

ამასთანავე, ცხინვალში მიწვეული არიან რუსეთის ფედერაციის გუბერნატორები, მინისტრები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....