aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მაიდანი არ იყიდება, დამკვეთების მიზანი სულ სხვაა”: უკრაინელი ჟურნალისტი სააკაშვილზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი კიევში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რადას წინ რაც ხდება უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს არ ემსახურება.

“მაიდანი არ იყიდება. გასაგებია, რომ უნდა გააკრიტიკო ხელისუფლება, ოპოზიციის მოვალეობაა თქვას, რომ ხალხს უკვე ალერგია აქვს შოკოლადის კანფეტებისგან, მაგრამ ქვეყანა ვალდებულია დაინახოს ის წითელი ხაზები, რომელზე გადაბიჯებაც არ შეიძლება.

როცა ხედავ მოქალაქეობის გარეშე დარჩენილ ქართველს და მის გუნდს იწყებენ შტურმს ძალოვნების წინააღმდეგ, გინდება თქვა – პატივცემულებო, მიმოიხედეთ ირგვლივ, უკრაინას კიდევ უფრო ააწიოკებენ, თუკი ქვეყანას არ ეყოლება მმართველი.

მორიგი მაიდანი – მაგარია, მაგრამ ნებისმიერი რადიკალური ზომები იმ პოზიტივსაც დააკარგვინებს ქვეყანას, რაც ბოლო დროს მოხდა. შედეგი იქნება შემდეგი: დაცემა და საზღვრების დაწესება ოლქებთან. ხომ ხედავთ, რუსი კოლაბორაციონისტები ვიდეოში ყვებიან, როგორ ხდება პრაქტიკაში.

ეს არის სამწუხარო რეალობა და სიმართლე, რომ ჩვენი მეზობლების სურვილია ქვეყანას არ ჰყავდეს მმართველი. ამიტომ მინდა ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს – დაელოდეთ 2019 წლის არჩევნებს.

კი ბატონო, მე მხარს ვუჭერ ყველა მოთხოვნას, რომელსაც რადას წინ აყენებენ პროტესტის მონაწილეები, მაგრამ რაღაც ძალა მკარნახობს, რომ დამკვეთების მიზანი სულ სხვაა. ეს ყველას ესმის…” – ამბობს რომან ციმბალიუკი.

შეგახსენებთ, კიევში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. თუ რა ხდება ამ წუთებში კიევში, შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

 

 

იტვირთბა....