aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ იქ გამასამართლონ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ფიქრობს, რომ მისი უკრაინიდან გაძევება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეს ყველა მოქმედი იურიდიული ნორმის დარღვევაა. ამის შესახებ მან ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. უცოდინარი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან ის ადამიანი გააძევო, რომელსაც ბრალი ედება მძიმე დანაშაულში. კითხვას ვსვამ, გამასამართლებენ თუ არა უკრაინის სასამართლოში? როგორ აპირებთ ამას? პოროშენკოს სულ არ აწუხებს უკრაინის კანონები. დამაბრუნეთ უკრაინაში. მე მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინელ ხალხს “პათოლოგები მართავენ”. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მისი ეშინია, რადგან ის არასოდეს შედის გარიგებაში ოლიგარქებთან. “პირიქით, მე მათ მთელი ცხოვრება ვებრძვი“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილი გუშინ უკრაინის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. ამჟამად ის ვარშავაში იმყოფება.

იტვირთბა....