aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მიშა მიზანს დაშორდება, თუკი ტელევიზია დაკარგავს ეფექტურობას როგორც პოლიტიკური იარაღი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ბოლო დროს “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლებეზე სოციალურ ქსელში წერს. მისი აზრით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და კომპანიის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას წყვილს თუ ვერაფერი დააკლო, გაუჭირდება მომავალში პოლიტიკური ქულების ამაღლება.

“პოლიტიკური პარტიის ამოცანა არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლაა. ეს აქსიომა გახლავთ (გარდა იმ შემთხვევისა როცა პარტია ბუნტს გეგმავს).
დღეს მიშას უნდა უახლოეს არჩევნებში კარგი შედეგის ჩვენება, რომ მერე იოლად მოაწყოს ბუნტი. ამ ამოცანაში გადამწყვეტი როლი ცრუსთავს ენიჭება. შესაბამისად, ცრუსთავმა დღე x ისთვის უნდა შეინარჩუნოს მასების ემპათია.
ამას ძალიან უშლის ხელს გვარამია-გაბუნიას ყოვლად არასაჭირო ცუღლუტობანი რელიგიურ ნიადაგზე.

თუ მიშამ გვარამია-გაბუნიას წყვილს ვერაფერი ვერ დააკლო მაშინ მას ძალზედ გაუჭირდება მასების გულის მოგება.
შესაბამისად, თუ ნიკა-გაბუ განაგრძობენ მოსახლეობის უმრავლესობისათვის თავის შეზიზღებას, ამით მიშა სანუკვარ მიზანს შორდება, რადგან ტელევიზია დაკარგავს ეფექტურობას როგორც პოლიტიკური იარაღი.
შესაბამისად მიშას აქვს არჩევანი: გაასხმევინოს გვარამიას და მის ამალას, ან გაატაროს მათი დაუმორჩილებლობის ნათლად გამოხატული აქტი, რითაც მას დიდი ზიანი მიადგება, როგორც გარკვეული აქტივების მფლობელ სერიოზულ პოლიტიკურ იგროკს.
აბსურდია წამდაუწუმ იყვირო შენი კუთვნილი ტელევიზიის ჩართვებში, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიეკლესიური ძალაა და პახოდუ მისცე უფლება ამავე ტელევიზიის დირექტორს უწოდოს საპატრიარქოს ბნელების დაწესებულება.
შესაბამისად, მოვიმარაგოთ პოპკრონი და ვუყუროთ როგორ გაარჩევენ საქმეს ერთმანეთთან მიშა და გვარამიას ბენდი!

მე მიშაზე ვდებ” – წერს შალვა რამიშვილი.

შეგახსენებთ, დაპირისპირება გიორგი გაბუნიას სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებიდან დაიწყო. გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში” მხატვარ ლია უკლებას ნახატზე “თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ გააკეთა კომენტარი.

“არჩევანში” სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გყვავს, ეს არის მარიამ სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....