aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. მისი ადვოკატის, დავით ცინცქილაძის განმარტებით, მიხეილ იაშვილის დაკავება მოხდა პოლიციის განყოფილებაში, მაშინ როდესაც ის მოწმის სახით წაიყვანეს დასაკითხად. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცახდებს. ადვოკატი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლში იმყოფებოდა და ეძინა.

“ჯერჯერობით ბრალი არ წაუყენებიათ, მისი დაკავება მოხდა რამდენიმე წუთის წინ, ის თავს უდანაშაულოდ აცხადებს, პროტესტის ნიშნად უვადო შიმშილობას იწყებს და ამასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს…

დაკითხვის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი დაკავების თაობაზე, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსისს 108-ე და 236-ე მუხლებით. მისი დაკითხვაზე გადაყვანა მოხდა იმ დროს, როდესაც ის იმყოფებოდა სახლში, ერეკლე უკლებას 7 ნომერში მთაწმინდაზე და ეძინა.

მოხდა მისი ბინის ჩხრეკა და შემდეგ ის იძულებითი წესით წაიყვანეს განყოფილებაში, მოწმის სახით დაკითხვის მიზნით. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საღამოს საათებში დაალხოებით 23:00 საათზე”, -აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ,  გუშინ მთაწმინდაზე სასტიკი მკვლელობა მოხდა.  ჭონქაძის ქუჩაზე 47 წლის კახა ძნელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მკვლელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა და მას შემდეგ, რაც ძნელაძის მისამართით გაისროლა, ადგილიდან მიიმალა. ამიტომ, ადგილობრივებმა მისი სახის დანახვა ვერ მოახერხეს, თუმცა ამბობენ, რომ აღნაგობიდან გამომდინარე, ის 30 წლმადე მამაკაცი უნდა იყოს.

მათივე თქმით, მკვლელი აუღელვებლად და პროფესიონალურად მოქმედებდა. მან გასროლა და მიმალვა იმდენად სწრაფად მოახერხა, რომ თვითმხილველებმა სიტუაციის გაანალიზება მხოლოდ დაჭრილი ადამიანის დანახვის შემდეგ მოახერხეს. ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

იტვირთბა....