aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ პარლამენტთან 3 ადამიანი ერთმანეთთან ჩხუბის გამო დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სამი ადამიანი დააკავა.რამდენიმე პირი პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან გაშლილი კარვები აშალა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, აქციას ამ დროისთვის წყვეტენ. მისივე ცნობით, აქცია 15:00 საათზე განახლდება.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....