aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“დაიხურება ის გადაცემები, რომელთა რეიტინგიც დაბალია და მაყურებელს სხვა არხზე გადართვისკენ უბიძგებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველი, ია ანთაძე მაუწყებელზე რამდენიმე არხის დახურვას ადასტურებს. როგორც მან “ტვ პირველის ” ეთერში განაცხადა, დაიხურება ის გადაცემები, რომელთა რეიტინგიც დაბალია და “მაყურებელს სხვა არხზე გადართვისკენ უბიძგებს”.

გადაცემებთა შორის, რომელიც მაუწყებელზე აღარ გავა, შედის “რეალური სივრცე” და “წითელი ზონა”.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს მიერ შეთავაზებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაცემის შეფასების სისტემა წარმოადგინა. მათ პირველ არხზე არსებული გადაცემები სამ ჯგუფად წარმოადგინეს:

გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია).
გადაცემები, რომლებიც მაუწყებელს უნარჩუნებს არსებულ სტატუს კვოს (მათი რეიტინგი ემთხვევა არხის საშუალო რეიტინგს).
გადაცემები, რომლებიც იწვევს მაყურებლის მიგრაციას სხვა არხებზე (მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე ნაკლებია).
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი სურათის საფუძველზე და ჩვენი ამოცანებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი ხედვა გულისხმობს პირველი და მეორე ჯგუფის გადაცემების დატოვებას ეთერში, ხოლო მესამე ჯგუფის გადაცემების დახურვას“- ნათქვამია მაუწყებლის მენეჯმენტის გადაცემის შეფასების სისტემაში, რომელიც დღეს წარმოადგინეს.

შეფასების ამ სისტემაზე დაყრდნობით მენეჯმენტმა წარმოადგინა გადაცემების ჩამონათვალი.

მესამე ჯგუფში შემავალი გადაცემები, რომლებიც დაუხურება, არის: “დოკუმენტური ფილმების სტუდია”, “ეკონომეტრი”, “ვაშინგტონი დღეს”, “სპორტი 360 გრადუსი”, “მთავარი”, “რეალური სივრცე პარასკევი”, “ვექტორი”, “სპორტის დაფა”, “წითელი ზონა”, “რეალური სივრცე”, “ტელემანი”, “კაცების დრო”, “С სტუდია”, “უცნობი მუსიკა”.

 

იტვირთბა....