aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით ხარშილაძის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 22 მარტს გამოაცხადებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. დღეს, მოსამართლეთა კოლეგიამ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

დასკვნით პროცესზე ხარშილაძე საბოლოო სიტყვით წარსდგება, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

პროცესი 22 მარტს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა. ხარშილაძე გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილია. ოჯახს მიაჩია, რომ ხარშილაძეს ნარკოტიკები სწორედ კილაძის ხმაურიანი განცხადებების გამო ჩაუდეს.

იტვირთბა....