aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტიაში კამათი იყო, ამას თქვენ ხომ ვერ მოგიყვებოდით”: ლევან ბერძენიშვილი დავით უსუფაშვილს აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, როცა რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტის ექს-სპიკერ დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ მომავალზე მან უპასუხა:

“უსუფაშვილი ჯერ თვითინაც ვერ გაერკვა და ჩამოყალიბდა. სულ გვპირდება, რომ რამეს იზამს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენთან მეგობრობა არ ისურვა, უკეთეს მეგობრებს რომ იპოვის, ვნახოთ, რას და როგორ გააკეთებს. პირადად მე უპერსპექტივო მოღვაწე მგონია.

– თქვენს გუნდში რომ იყო, მაშინ ასე არ ფიქრობდით, არა?

“მაშინ პარტიაში კამათი იყო. ამას თქვენ ხომ ვერ მოგიყვებოდით. უპერსპექტივო დაბადებიდანაა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. სამაგიეროდ, ძალიან კარგია თანამდებობაზე, იყო პარლამენტის ბრწყინვალე თავმჯდომარე, თუმცა წიგნებს ვერ დაწერს და პარტიას ვერ შექმნის” – უპასუხა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, გასული არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილმა დატოვა “რესპუბლიკური პარტია” და დამოუკიდებელი პოლიტიკური გზა აირჩია.

იტვირთბა....