aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

დავით სერგეენკო თელავში, ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა.

 

შეგახსენებთ, გომბრორის უღელტეხილზე ექსკურსიაზე წასული მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....