aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშვებულების შესახებ კომენტარს აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამი ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ორს აქვს მსუბუქი ზედაპირული ჭრილობები, მესამეს მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის, არის ქალას ტრავმა. საბედნიეროდ, არ არის მძიმე დაზიანებები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„სამი ბავშვი იმყოფება იაშვილის კლინიკაში, ორს აქვს მსუბუქი ზედაპირული ჭრილობები, მესამეს მდგომარეობა არის საშუალოსა და მსუბუქს შორის, არის ქალას ტრავმა. საბედნიეროდ, არ არის მძიმე დაზიანებები. ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელიც უნდა მოიყვანონ იაშვილის კლინიკაში. მეხუთე დაშავებული არის ღუდუშაურში, რომელსაც მოვინახულებ და ზუსტად მეცოდინება, რა მდგომარეობაშია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც “მეტრონომს” წყარომ აცნობა, იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ერთი არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. არიან დაშვებულებიც.

იტვირთბა....