aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით საყვარელიძე: პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინული პარტია „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე თავის facebook გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

„ამ წუთას მივიღე არაოფიციალური და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს მათი რიცხვიდან, ვისაც ორი წლის წინ ეს მოქალაქეობა მანვე მოგვანიჭა.
მე ძალიან მაშინებს ჩვენი ქვეყნის ბედი, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. ეს ადამიანია მთავარსარდალიც, კონსტიტუციის გარანტიც და ომის მონაწილე ქვეყნის ლიდერიც. არ დაგიმალავთ, მე ველოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ პოროშენკო საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციისთვის ასეთ მავნე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ადამიანის სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი ყველაზე მთავარი სიმბოლოს – პასპორტისა და მოქალაქეობის – ფეხქვეშ გათელვა – ძალიან ცუდი საქციელია. ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს.
ვიდრე ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი არ მოვა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ შეიქმნება, მე იძულებული ვიქნები მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში ვიბრძოლო“, – წერს დავით საყვარელიძე.

იტვირთბა....