aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე გვარდია არასდროს დამიტოვებია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთაველის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანიაც მივიდა. მისი თქმით, ქვეყანა სწორი სვლით მიდის და ხელისუფლება მშვიდობიან აქციებს აღარ დაარბევს, თავად ივანიშვილის მხარდამჭერია 2011 წლიდან და მისი „გვარდია“ არასდროს დაუტოვებია.

აქ ვიხსენებთ იმ მძიმე დღეს. ამასთან, ვაკეთებთ არჩევანს იმის სასარგებლოდ, რომ ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სწორი სვლა, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში მიდის, გაგრძელდება და მე ჩემს წვლილს შევიტან ამაში. 2011 წლიდან ამ გვარდიის წევრი ვარ და არასდროს დამიტოვებია გვარდია“, – თქვა დავით ნარმანიამ.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეომიმართვა და ძველ თანამებრძოლებს, „გვარდიას“ მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კიდევ ერთხელ დაუჭირონ მხარი.

მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლო 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში – საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა.

მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“ – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....