aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელები“ დააჯილდოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილოსობასთან დაკავშირებით “საპატიო თბილისელის” წოდებით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მსახიობი ლალი ბადურაშვილი დააჯილდოვა.

საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა ასევე  ექიმებს, ლევან ჭაჭიაშვილსა და გელა მუხაშავრიას; ვეტერან ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს. მსახიობებს: ნოდარ მგალობლიშვილს და თამარ სხირტლაძეს; ასევე, ხელოვნ ჯემალ ჭკუასელს; ლოტბარსა და მომღერალს, რობერტ გოგოლაშვილს; მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ფრიდონ სულაბერიძეს; მევიოლინესა და დირიჟორს, ლიანა ისაკაძეს; აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს; მხატვარ დიმიტრი ერისთავს; და ასევე, მხატვარს, მწერალს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, რევაზ გაბრიაძეს.

ღონისძიება თბილისობის ფარგლებში გაიმართა. დედაქალაქის დღესასწაული რამდენიმე ადგილზე აღინიშნება, მათ შორის, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე.

 

იტვირთბა....