aviabiletebi
ციტატა

დავით დარჩიაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალური ქსელით, “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებულ მუქარის ვიდეოს ეხმაურება.

“ქართული ეკლესიური ორგანიზაციის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის რპც-სა და ფსბ-სთან თანამშრომლობდა, მგონი ცდუნებაში შევიდა და დილემის წინაშე დადგა: თუ რუსებმა აისის/აისილის “აჭარული განდაგანა” აათამაშეს, ეგ ხომ მათაც შეიძლება დაემუქროს? მიდი და არკვიე მერე, თავს ვის მოჭრიან. არა, მაინცდამაინც გიორგობაზე, ვარდების რევოლუციის წლისთავზე და ბიძინას ორცოლიანობა-იარაღით ვაჭრობის გაბაზრებაზე რომ გაჩნდა ეს აისისის ვიდეო”. – წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სახელით ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს “ისლამური ხალიფატის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი “ხალიფატის” შემოსვლით ემუქრებიან.

იტვირთბა....