aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა.

“სამომავლოდ, ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის მინიმუმ ერთი სამკურნალო ობიექტი მაინც იფუნქციონირებს. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს- დაავადების გამოვლენას. ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით.

კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.C ჰეპატიტი ორი კვლევით: სკრინინგითა და კომფირმაციული კვლევით დგინდება. შეიძლება მხოლოდ სკრინინგულმა კვლევამ დაავადების ნიშნები არც აჩვენოს. ორივე კვლევა უფასოა და მოსახლეობას მათი ჩატარებისკენ მოვუწოდებთ”,- განაცხადა ეკა ადამიამ.

იტვირთბა....