aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დააკავეს 3 პირი, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერად ეხმარებოდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარი შეთანხმებით,  კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის  გზით მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში მოქალაქეებს არაკანონიერ დახმარებას უწევდნენ.

კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო- და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ. არაკანონიერი დახმარების   სანაცვლოდ აღნიშნული პირები მოქალაქეებისგან სხვადასხვა ოდენობით ფულად თანხებს იღებდნენ.    გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით).

იტვირთბა....