aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურჯაანში გატაცებული გოგონა იპოვეს: დაკავებულია ორი პირი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიციამ გურჯაანიდან გატაცებული 24 წლის გოგონა იპოვა. ხოლო მისი მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, სხვა დამნაშავეების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მოტაცებულ გოგონას თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს, საღამოს, 9 აპრილის ქუჩაზე გოგონა სპორტული კომპლექსიდან გამოდიოდა, რა დროსაც მას ოთხი მამაკაცი დახვდა და ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მოტაცებამდე რამდენიმე თვით ადრე, იანვარში, გოგონამ დახმარების მიზნით, პოლიციას მიმართა. მეგობრების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც გოგონას ცოლად შერთვა სურდა, მოტაცებამდე მას აწუხებდა და თავისუფლების უკანონო აღკვეთით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ რეაგირება მოახდინა, გასაუბრების ოქმი შედგა და მამაკაცს გაფრთხილება მისცა. მათივე ცნობით, ამის შემდეგ გოგონას სამართალდამცავებისთვის აღარ მიუმართავს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასჯელის სახით, შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....