aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“გურია NEWS”-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააგნეტო “გურია NEWS”-ზე ჰაკერული თავდასხმა  განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტოს დამფუძნებელი, ია მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მედიასახლი “გურია NEWS“ ოფიციალურად აცხადებს, რომ 21 თებერვალს, გამთენიისას, ჰაკერებმა გატეხეს “გურია ნიუსის” ვებგვერდი, წაშალეს ყველა ინფორმაცია და ბაზები. ჰაკერშტევა მედიასაშუალების წინააღმდეგ ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და ვცდილობდით საკუთარი ძალებით, რაც ჩვენს შეზღუდულ ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობას შეეფერება, გავმკლავებოდით; მაგრამ “გურია ნიუსის“ ინტერნეტრესურსის განადგურების სურვილი, ძალისხმევა იმდენად დიდი იყო, რომ დაინტერესებული პირების თუ ჯგუფის მასირებული შეტევა ბაზების, ინფორმაციის, ვების სტრუქტურის განადგურებით დასრულდა.
მცირე რესურსების მქონე მედიასაშუალებისთვის, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, თავდაუზოგავი შრომით, თავგანწირვით, პროფესიული ერთგულებით, თეთრ-თეთრ შეგროვებული საკუთარი და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სახსრებით ცდილობს შემორჩეს მედიაბაზარს, ეს დიდი დარტყმაა, რომელიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გვაყენებს!
“გურია ნიუსი“ მიმართავს ყველა სამართალდამცავ, სახელმწიფო სტრუქტურას, პირველ რიგში, კიბერუსაფრთხოების სამსახურს, ვისაც ევალება ამგვარი დანაშაულის პრევენცია, გამოძიება, ერთხელ მაინც ამ ქვეყანაში უზრუნველყონ უსაფრთხოების, სამუშაო გარემოს, საკუთრების დაცვის, მედიის განვითარების ფუნდამენტური უფლებები და გამიძიონ მომხდარი დანაშაული!
“გურია ნიუსის“ ყველა თანამშრომელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მკითხველ აუდიტორიას, რომელიც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდეთ – პირობას ვაძლევთ მტრებსაც და მოყვრებსაც, რომ ჩვენ აუცილებლად ვიცოცხლებთ, რათა სიმართლეს, ჩვენს პროფესიას, საქართველოს ღირსეულ მომავალს ისევ ვემსახუროთ!”-წერს ია მამალაძე. 

იტვირთბა....