aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გუმათჰესი 2”-ის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გუმათჰესი 2”-ის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს, 6 დეკემბერს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს, შედეგად კი “გუმათჰესი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩა ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ქუთაისთან ახლოს, „გუმათჰესის“ ტერიტორიაზე ხანძარია

იტვირთბა....