aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გულში დაჭრილი სიკვდილს გადაურჩა”: ბათუმის სასამართლომ ბრალდებულს ვერდიქტი გამოუტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული  ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  19,108-ე მუხლით.

წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს,  ბ.გ. – მ  განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ჯ. ვ. – ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა.  დაჭრილი პირი დროული სამედიცინო დახმარების  შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

სამართალდამცველებმა ბ.გ. 2017 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში  დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....