aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი სოციალური ქსელი

გოცირიძე – ეტყობა ფიქრობენ, მყარი ლარი ნაციონალებთან ასოცირდება და ამიტომ ებრძვიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლებამ უნდა ახსნას რატომ უფასურდება ლარი.

“ლარი უფასურდება!

ხელისუფლებამ და ექსპერტებმა ახსნან, თუ რატომ ხდება ეს და რაში ხედავენ გამოსავალს, გარდა იმისა, რომ დაზეპირებულივით იმეორონ, მოლოდინების და თურქული ლირის ბრალიაო. იქნებ, ციფრებით და სხვა არგუმენტებით დაამტკიცონ ამ ორი, თითიდან გამოწოვილი ფაქტორის მართებულობა.

ისე, მოლოდინების მართვა არის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი და თუ ამას ვერ აკეთებენ, ეს პირდაპირ არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის შედეგი”, – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ლარი დღითიდღე უფასურდება, ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს 1 დოლარის ფასია 2.7026 ლარი.

დაახლოებით ანალოგიური ღირებულებაა სავალუტო ჯიხურებშიც.

იტვირთბა....