aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: “ზოგადად, ეკლესიისთვის მიწების გადაცემა არ არის სწორი გადაწყვეტილება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება წინამორბედების მავნე ტრადიციებს აგრძელებს და ეკლესიას მიწებს ჩუქნის.

“ყველა მთავრობა წინამორბედი მთავრობის მავნე ტრადიციას აგრძელებს. ეკლესიისთვის მიწების გადაცემა, ზოგადად, არ არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ეკლესიისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებას, ეკლესიას აქვს აზრის დაფიქსირების უფლება ნებისმიერ საკითხზე და ამ შემთხვვაში მთავრობა თავად უნდა წყვეტდეს გაითვალისწინებს თუ არა, ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის აზრს. მთავრობა უნდა უსმენდს ხალხს და მეორე მხრივ, უნდა იცავდეს კანონსა და კონსტიტუციას”, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 68 346 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადაეცა.

იტვირთბა....