aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში ტყე იწვის: ადგილზე ხანძრის ლოკალიზება გართულებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის მუნიციპალიტეტში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყის მასივს უკიდია.

ამ დროისთვის ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. მიუვალი ადგილების გამო ხანძრის ლოკალიზება გართულებულია.

არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი სოფლამდე ჩავიდეს.

ადგილზე ხაშურიდან სახანძროს ელოდებიან. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ზემო ბოშურში უკვე გაემგზავრა.

GHN

იტვირთბა....