aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს, თუმცა როგორც არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, აღნიშნული ფრაგმენტები სავარაუდოდ ადამიანის არ არის.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მასთან კონსულტაციები გათხრების წარმოების მეთოდოლოგიაზე გაიარეს.

„ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკურპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა.

შეგახსენებთ, რომ გორში,14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....