ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმესთან დაკავშირებით გორის ცენტრალურ ქუჩაზე პოსტერები გამოჩნდა.
“მოკლულია ორი მოსწავლე; მკვლელი თავისუფალია; სამართალი სად არის?!”, – ამ შინაარსის პოსტერები სტალინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზეა გაკრული.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში მომხდარი მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, იდენტური წარწერები გორში, რამდენიმე თვის წინაც გაჩნდა.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე