aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის ცხედარი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორში ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის ცხედარი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გოგიჩაიშვილის ცხედარი დღეს, ”დემოკრატიული მოძრაობის” ოფისის ეზოში ნახეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ცნობით,  მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია. მას საკუთარი ბიზნესი და რამდენიმე ქარხანა აქვს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს გოგიჩაიშვილების ოჯახში მკვლელობის უკვე მეორე შემთხვეაა. მანამდე ერთ-ერთი ძმა რესტორანში მოკლეს.

 

იტვირთბა....