aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც სარალიძეს შეაგინა: “შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ შვილმკვდარ მშობლებს ბოდიში მოუხადა. ის იმედოვნებს, რომ სიმართლე მალე გაირკვევა. აღნიშნული განცხადება თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში განათავსა.

“მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე! ვინც მე მიცნობს მათთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემი შეურაცხყოფის გამო! შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს სიმართლე მალე გაირკვევა!”- დაწერა საკრებულოს თავმჯდომარემ “ფეისბუკზე”.

შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეაგინა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შვილმკვდარი მშობლები და მათი მხარდამჭერები გორში საპროტესტო აქციას მართავდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისიდან ჩასულებს პოლიტიკურად მართულები უწოდა. მისმა ამ განცხადებამ ზაზა სარალიძის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ დავით რაზმაძემ მას შეაგინა.

იტვირთბა....